|
2018-10-23 18:25:35, 1386 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: გაუგებარია, რატომ უნდა დავსაჯო ოთარ ფარცხალაძე
„რატომ უნდა დავსაჯო ოთარ ფარცხალაძე, გაუგებარია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, დიანა ტრაპაიძემ ბიზნესმენების საკითხზე საუბრისას ივანიშვილს უთხრა, რომ ბიზნესმენები მასთან „საქმეების გასარჩევად მიდიან“. მან ფარულ ჩანაწერებზე და გავრცელებულ ინფორმაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც სხვა პირებთან ერთად, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. ივანიშვილმა ჟურნალისტს სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რის გამო უნდა დაისაჯოს ოთარ ფარცხალაძე და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ისაუბრა. „ბიზნესმენთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა თუ პარტიის თავჯდომარის რანგში, თქვენ თვლით, რომ ეს დანაშაულად აღიქმება?! რატომ არის უცნაური თქვენთვის, რომ მე ბიზნესმენებს ვხვდები?! ფარცხალაძე რატომ უნდა დავსაჯო გაუგებარია ან ბიზნესმენებთან შეხვედრა რატომ არის ასეთი აქცენტით გაკეთებული, რომ თავშივე დანაშაულს შეიცვლას, არ ვეთანხმები ასეთ აქცენტებს და ამიტომაც გავაკეთე ამაზე მახვილი. არ გაქვთ საფუძველი და დასჯას ითხოვთ ჟურნალისტები კონკრეტული პიროვნებების. განგიმარტავთ, რომ ბიზნესმენების სიარული დღესაც გაგრძლედება ჩემთან, მე მაქსიმალურად ვცდილობ დავეხმარო ბიზნესს, რამეთუ ბიზნესია საფუძველი იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობა რაც შეიძლება მეტი დასაქმდეს. ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და არა ხელისუფლებამ მოსახლეობა. სწორედ ეს იყო საფუძველი ოქუაშვილის მოსვლისა და მაგ მიზეზით მოვიდა ყიფიანი თავშივე ჩემთან, როდესაც მათ თამბაქოს წარმოებაზე ჰქონდათ პრეტენზია, რაც მე ძალიან გამიხარდა და მივესალმე ამ თემას. ყიფიანთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ დავაზუსტე ეს და ბაჩიაშვილმაც მოჰყვა. ძალიან კარგი პროექტი იქმნებოდა ბაჩიაშვილთან გავუშვი, როდესაც შევჯერდით რომ მე დავაფინანსებდი ამას, ყიფიანსაც იქ წილი ექნებოდა. 10 მილიონი დოლარი იქნებოდა ამ პროექტის ღირებულება, ეს პროექტი შეიკრა, აქედან გამომდინარე ძალიან კარგი პროექტი იქნებოდა, შევკარით კიდეც. სხვათაშორის, ყველაზე დიდ რისკს ამ პროექტში იღებდა თანაინვესტირების ფონდი“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)