|
2018-10-22 18:14:27, 1978 ნახვა
კომენტარი
გვარამია ივანიშვილთან ინტერვიუზე: გაბუნიას საავტორო გადაცემა აქვს, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ
„გიორგი გაბუნიას აქვს ხვალ საავტორო გადაცემა „არჩევანი“, შესაბამისად, იგი ვერ შეძლებს ამ შეხვედრაზე ყოფნას. ჩვენ თუ შეთავაზება ისევ ძალაშია, ეკა კვესიტაძის გაგზავნას ვაპირებთ ამ ინტერვიუზე“, - ამის შესახებ ტელეკომანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, გაუგებარია რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არის მათ შორის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ან „კავკასია.“ „ამას გარდა, ძალიან უხერხულია, როდესაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არ არის მიწვეული დიდი გულშემატკივარი კი არ ვარ ამ არხის, მაგრამ უხერხულია უბრალოდ და ასევე სხვა არხებიც, რატომ არ არის მაგალითად, „კავკასია“ და ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც თუ ვინმეა ამ ქვეყანაში ჟურნალისტი და ვინმეს შეუძლია შეკითხვების დასმა მწვავედ და საინტერესოდ, მათ შორის ნინო ჯანგირაშვილიც არის. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, ძალიან გვაღელვებს“, - აღნიშნა გვარამიამ. ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ბიძინა ივანიშვილს ინტერვიუზე „კვირის აქცენტებში“ ეპატიჟება. „ჩვენ ჩვენს პასუხს აგერ ვაცხადებთ, ლაივი ცხადია არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი „ჰარდ თოქი“ - ეს არის „კვირის აქცენტები“. მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვალ 23 ოქტომბერს, 22:00 საათზე, სამი ტელევიზიის მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს: ტელეკომპანია „იმედიდან“ - ირაკლი ჩიხლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან - გიორგი გაბუნიას და „ტვ პირველიდან“ - ინგა გრიგოლიას, მასთან ინტერვიუზე იწვევს.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)