|
2015-06-10 17:11:54, 773 ნახვა
სამართალი
პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო საჩივრისთვის საიდუმლო გრიფის განზრახ მინიჭებას კატეგორიულად უარყოფს
მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეთასთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ დაცვის მხარის საუბარი, თითქოსდა პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, აშკარა ტყუილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს პროკურატურას უფლება არ ჰქონდა საიდუმლო განჩინება არასაიდუმლო საჩივრით გაესაჩივრებინა და სწორედ ამიტომ, ვალდებულნი იყვნენ საჩივრისთვის საიდუმლო გრიფი მიენიჭებინათ, რათა სახელმწიფო საიდუმლოება არ დარღვეულიყო. "თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის მიზნით წარიმართა სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, გიზო ღლონტის და არჩილ ალავიძის მიმართ. აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებების ძირითად ნაწილს მოეხსნა გრიფით საიდუმლო, ხოლო დოკუმენტების მცირე ნაწილი, ვინაიდან მოიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფრომაციას, დარჩა საიდუმლოდ. შესაბამისად, მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის დაწყებისას, 2015 წლის 01 აპრილს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და წინასასამართლო სხდომა გამოაცხადა დახურულად და საქმის განხილვა გაგრძელდა დახულულ რეჟიმში, ვინაიდან ხსენებულ საქმეზე დართული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები. წინასასამართლო სხდომის განხილვის მიმდინარეობისას დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ გამოიტანა განჩინება და ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მცირე ნაწილი ცნო დაუშვებლად, შესაბამისად სასამართლომ აღნიშნული განჩინების სამოტივაციო ნაწილი გამოაცხადა დახურულ საასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ჩათვალა, რომ განჩინების სამოტივაციო ნაწილი მოიცავდა საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებით ხსენებული განჩინება გასაიდუმლოვდა. ვინაიდან ბრალდების მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს ხსენებულ საიდუმლო განჩინებას დაუსაბუთებლობის მოტივით, გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ სააპელაციო წესით. იქიდან გამომდინარე, რომ გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება არის საიდუმლო, ჩვენს განჩინებასაც ავტომატურად მიენიჭა საიდუმლო გრიფი, ვინაიდან სააპელაციო საჩივარში საუბარია საიდუმლო განჩინების დეტალებზე, ასევე დანართად დართული აქვს საიდუმლო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაცვის მხარის განცხადება, რომ თითქოსდა პროკურატურამ განზრახ მიანიჭა საიდუმლო გრიფი სააპელაციო საჩივარს შინაარსის ვითომდა საზოგადოებისათვის დასამალად, არის აშკარა ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს პროკურატურა არ იყო უფლებამოსილი რომ საიდუმლო განჩინება გაესაჩივრებინა არასაიდუმლო საჩივრით და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყავით ვალდებული ჩვენი საჩივრისთვის მიგვენიჭებინა საიდუმლო გრიფი, რომ არ დარღვეულიყო სახელმწიფო საიდუმლოება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ცნობილი დაცვის მხარისათვის, ვინაიდან ისინი უკვე 2 თვეზე მეტია, რაც ესწრებიან დახურულ სასამართლო სხდომებს, რომელიც დაიხურა მათივე შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ სწორედ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მოტივით და ამ მიმართულებით მათ არასდროს არ გამოუთქვამთ პრეტენზია, ასევე არ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ თვით გასაჩივრებული სასამართლოს განჩინებაც არის საიდუმლო. შესაბამისად ცალსახაა რომ მათი მსგავსი განცხადებები გაგრძელებაა მათი აბსურდული პიარკამპანიის, რომლის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურის და ზოგადად გამოძიების პროცესის დისკრედიტაცია. ამავდროულად გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ჩვენი სააპელაციო საჩივარი გადაგზავნილია საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, რათა მივიღოთ დასკვნა ერთადერთი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოდან, თუ სააპელაციო საჩივრის რა ნაწილის გასაჯაროება შეიძლება. შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ ჩვენ აუცილებლად მოვხსნით საიდუმლო გრიფს სააპელაციო საჩივრის არასაიდუმლო ნაწილზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მას",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)