|
2018-10-18 15:31:57, 1171 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია - დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სუს-ი მისი და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წარმოდგენა არ აქვს, თუ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ის გეგმები რაც დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მომზადებას ეხება. „წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა, დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და მინდა აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და ექს პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია. მან ჩანაწერის შინაარსზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საუბარი მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ეხება ზაზა სარალიძეს და იმ გეგმას, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მას აქციების ორგანიზებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)