|
2018-10-16 14:13:15, 1217 ნახვა
კომენტარი
ჯაში: სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში
სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დონეზე განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი დიასპორისთვის ორმაგი მოქალაქეობის გარანტიების შექმნაში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მცხეთაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, თუკი საქართველოდან წასული ემიგრაცია მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში კარგავდა მოქალაქეობას და წყდებოდა ჯაჭვი საქართველოსთან, სალომე ზურაბიშვილის დამსახურებით, ორმაგი მოქალაქეობის საკითხი აბსოლუტურად სხვაგვარად დარეგულირდება და ავტომატურად მოქალაქეობის გაუქმება აღარ მოხდება. „ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ისევ იქნება სრულყოფილი წევრი ჩვენი საზოგადოების და მთლიანად ჩართული იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არის მისი მხრიდან დამტკიცებული საქმე, რომ მას შეუძლია საზოგადოების, ქართული დიასპორის გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სწორედ ასეთი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გთხოვთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი თანადგომით, ქალბატონი სალომე ამ ურთულეს ბრძოლას მიიყვანს გამარჯვებამდე!“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)