|
2018-10-12 15:51:02, 3665 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი ოფიციალურ ელ-რიადს ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებს
თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის მიმომხილველი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალური ანკარა ჟურნალისტის მკვლელობაში საუდის არაბეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს. თურქეთმა შესაბამისი ცნობა ამერიკის ოფიციალურ პირებს უკვე მიაწოდა. ანკარამ ელ-რიადი ჟურნალისტის მკვლელობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც სამართალდამცველების მიერ მოპოვებულ აუდიო და ვიოდე ჩანაწერებს გაეცნო. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს, რათა პოლიციას ის არ ეპოვა. მათივე მტკიცებით, ჟურნალისტის მოსაკლავად, საუდის არაბეთმა თურქეთში „სიკვდილის ესკადრონი“ გაგზავნა, რომელიც 15 კაცისგან შედგება. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ჰაშაღი წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)