04:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 20:40:03, 2793 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიის პატრიარქს ანათემა მოუხსნა და მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა

კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა  კიევის საპატრიარქოს მეთაურ ფილარეტს კანონიკური სტატუსი აღუდგინა და ანათემა მოეხსნა, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ‎სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გვერდზე ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა, განცხადება კიევის საპატრიარქოს პრესმდივანმა ევსტრატი ზორიამ გააკეთა.

„კარგი სიახლეები სინოდიდან. რამდენიმე წყაროდან მივიღეთ ინფორმაცია მსოფლიო საპატრიარქოს ორი მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ. პირველი - პატრიარქ ფილარეტის აპელაციის დაკმაყოფილების შესახებ, მეორე - 1686 წელს კიევის მიტროპოლიის ანექსიის უკანონოდ აღიარების შესახებ. ველოდებით წმინდა სინოდის ოფიციალურ განცხადებას“, - აღნიშნა ზორიამ.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საპატრიარქომ მსოფლიო პატრიარქი უფლებების გადამეტებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს წერილი მიწერა. პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქს უკრაინული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. მოსკოვის საპატრიარქოსა და კონსტანტინეპოლს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების უფლება აქვს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics