|
2018-10-08 17:41:53, 1455 ნახვა
კომენტარი
იზორია: თუ 2012 წელს საწვავზე 35 მილიონი ლარი იყო დახარჯული, 2017 წელს ხარჯი 8 მილიონ ნახევრამდე შემცირდა
მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყების მიერ თანხების დაზოგვის პოლიტიკაზეც ისაუბრა. „სამივლინებო თანხები, მიუხედავად ჩვენი აქტივობისა, ორჯერ შევამცირეთ. ხოლო საწვავთან მიმართებაში, პირველად თავდაცვის უწყებაში შევქმენით სამორიგეო ავტოპარკი. უწყებაში ავტომანქანით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ სამსახურეობრივი დანიშნულებით არის შესაძლებელი. შედეგად საწვავის ხარჯი 2012 წლიდან 35 მილიონი ლარიდან 2017 წელს 8 მილიონ ლარამდე შემცირდა”, - აღნიშნა იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტება გაზრდილ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გამომწვეულია ობიექტური გარემოებებით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა სხვა გარემოებებით. „ხარჯების მატება გამოიწვია ობიექტურმა გარემოებებმა. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ვუმასაპინძლეთ ნატო-საქართველოს სამხედრო კომიტეტს და მხოლოდ ეს ვიზიტი ჩვენს ბიუჯეტს 400 000 ლარი დაუჯდა. ასეთი ვიზიტების ორგანიზება, მათ შორის ფინანსური ხელშეწყობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. 2017 წელს პირველად გვქონდა საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის მინისტერიალი, ასევე უპრეცედენტოდ დიდი მასშტაბის კონფერენცია ბათუმში. რაც ხაზმგასმით მინდა ვთქვა, ოფიცილაური ვიზიტების რაოდენობით 2017 წელი იყო გამორჩეული, საუბარია სტუმრების რაოდენობაზე. 2017 წელს ათი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გვესტუმრა, აქედან ნახევარზე მეტი პირველად ესტუმრა საქართველოს“, - აღნიშნა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)