|
2018-10-07 20:11:45, 3006 ნახვა
მსოფლიო
კავანოს უზენაეს მოსამართლედ არჩევას საპროტესტო აქცები მოჰყვა - ვიდეო
აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ბრეტ კავანოს დანიშვნას მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა. აშშ-ს სენატთან საპროტესტო აქციაზე 170-ზე მეტი ადამიანი იქნა დაკავებული. აქციის მონაწილეები სენატორებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. "ჩემთვის გასაგებია, რომ "რესპუბლიკელი" სენატორებისთვის ყველაფერი სულერთია, მათთვის ყველა მოტივი დასაშვებია სიმართლის გარდა" - გადმსცემს "ევრონიუსი" საპროტესტო აქციის მონაწილის მოსაზრებას. "ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს მილიონობით ამერიკელთან ერთად, მაგრამ მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს - ამ ღია აგრესიაზე პასუხი ერთია- ხმა მიეცით" - განაცხადა "დემოკრატული პარტიის" წევრმა კონგრესმენმა ჩაკ შუმერმა. შეგახსენებთ ბრეტ კავანოს მხარი 51 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა 49 სენატორმა მისცა. „მივესალმები და ვულოცავ აშშ-ის სენატს დიდებული ნომინანტის, მოსამართლე ბრეტ კავანოს უზენაეს სასამართლოში დამტკიცებას. დღეს, მოგვიანებით, მე ხელს მოვაწერ მის დანიშვნას და ის ოფიციალურად დადებს ფიცს“, – წერს დონალდ ტრამპი Twitter -ში. კავანოს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში სამი ქალი ადანაშაულებდა, მისმა კანდიდატურამ საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. პროფესორმა კრისტინა ფორდმა, რომელიც კავანოს 1980-იან წლებში, როდესაც ის 15, ხოლო კავანო 17 წლის იყო, მასზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, სენატის იურიდიულ კომიტეტს ჩვენება მისცა, ისევე როგორც თავად კავანომ. გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კავანოს კურსელები გამოკითხა და სენატს ანგარიში გადასცა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)