18:36 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 14:10:55, 678 ნახვა

სამართალი
გიორგი ოქროპირიძე: ყველამ იცოდა, რომ ვთავისუფლდებოდი, პრემიერმა დაავალა პროკურატურას, ციხეში დარჩესო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ განცხადება გააკეთა და სასამართლოზე განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა.

ოქროპირიძის მტკიცებით, ახალი ბრალდება, რომელიც პროკურატურამ გუშინ წარუდგინა,  პირად პრემიერი-მინისტრის დავალებით შეკერეს.

"განცხადება გაკეთდა და პრმიერ-მინისტრმა დაავალა პროკურატურას, ყველამ იცოდა, რომ ვთავისუფლდები ხვალ,  რომ ციხეში დარჩესო,ზეწოლები ხდება სასამართლოზე",-აღნიშნა გიორგი ოქროპირიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის ახალ ბრალთან დაკავშირებით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე ამ დრომდე  მსჯელობს. პროკურატურა ოქროპირიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებას  ითხოვს. პროცესს ესწრებიან  ლაშა მახარაძის ოჯახის წევრბეი და დედა, რომელსაც იმედი აქვს, რომ ოქროპირიძეს აღკვეთ ღონისძებას მიუსჯიან.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ  პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს ბრალი  გუშინ წარუდგინა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics