|
2018-10-03 20:01:43, 1796 ნახვა
კომენტარი
ყიფიანი ოქუაშვილზე: ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია
„მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია“, - ამის შესახებ სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემსა და ზაზა ოქუაშვილს შორის იყო პრობლემა. თავისი პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ, რომ მე გამუდმებით ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემ მიმართ და მე მას ვახსენებდი, რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხამრებოდი ამ თემის ხელშეწყობაში. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების და ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ იგი მიყვება, რომ ის პრობლემები, რომელიც მას წარმოექმნა და მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი, ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს იყო არ ვიცი, ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი მისი მხარდამჭერი ბოლომდე. მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ეს თამაშის გამოწვევა და განვახორციელეთ ერთად. მაგრამ, მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, მქონდა ნაცნობობა და ამისთვის ვმუშაობდი, მქონდა ხელშეკრულებაც, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. გიდასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი“, - განაცხადა ყიფიანმა. რაც შეეხება ბანკიდან თანხის გამოტანის ეპიზოდს, ყიფიანმა აღნიშნა, რომ ის ბანკში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა მისი თქმით, არ იცის გატანის შემდეგ სად მოხდა თანხის წაღება. „მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა მაგრამ სად წავიდა ის ფული ჩემთვის უცნობია“, - აღნიშნა ლევან ყიფიანმა.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)