|
2015-06-09 11:54:13, 847 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი, ასოცირების დღის წესრიგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის უკვე ღიად გაჟღერებულ პოზიციებთან წინააღმდეგობაში მოდის. „ეს ასევე წინააღმდეგობაში მოდის წამყვანი ბიზნეს ასოციაციების, კომერციული ბანკების, ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოთქმულ მოსაზრებებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ აღნიშნულ პროცესში კვალიფიციური და პროფესიული დისკუსიის აუცილებლობას“, - განაცხადა აბაშიშვილმა. მისივე თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებები, მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტების და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს. „მინდა მოვუწოდო პროექტის ავტორებს, ამ იდეის მხარდამჭერებს, უზრუნველყონ რეალური კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით. ამავდროულად, ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - EBRD-სა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკვე გამოთქმულ ინიციატივას აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ აღნიშნულ პროცესში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები ევროპის ცენტრალური ბანკიდან, ვინაიდან ამას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი გვავალდებულებს. ასოცირების დღის წესრიგში ნათლადაა აღნიშნული, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა უნდა გაძლიერდეს და არა შესუსტდეს. ასევე, საბანკო ზედამხედველობის შესახებ საუბრისას აღნიშნულია, რომ ცვლილებები ამ პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტიზით და ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
ეგვიპტემ ისრაელი ჰამასის 2023 წელს მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ევროკავშირი ბლოკში გაწევრიანების გზების რუკებს ამზადებს უკრაინის, მოლდოვას, მონტენეგროსა და ალბანეთისთვის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)