21:32 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 15:07:39, 1495 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი ყოფილ ხელისუფლებაზე: რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს დააბრალონ

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლება ცდილობს თავისი დანაშაული "ქართულ ოცნებას" და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს. 

როგორც ივანიშვილმა პარტიის დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, მმართველმა გუნდა 6 წლის წინ ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. 

„დღეს 1-ელი ოქტომბერია. ამ დღეს, 6 წლის წინ, ჩვენმა გუნდა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რაც ხდებოდა 2012 წლამდე და იცით, როგორ თანმიმდევრულად ვცვლით სიმახინჯეებს და ქვეყანა მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც თავის დროზე, ჩვენდა სასირცხვილოდ მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება. რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბნიშვილს დააბრალონ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics