21:42 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-27 11:54:11, 2292 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე ლონდონის სასამართლოში მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ლონდონის სასამართლოში ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ბინძურ პროვოკაციას უწოდებს. 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ სასამართლოში დაამტკიცებს, რომ არც თავისუფალ მედიაზე და არც ბიზნესზე ზეწოლას არ ახდენს.

"ამ საქმის დიდი ნაწილი არის ბინძური კამპანია. ეს არის კარგად მოფიქრებული პროვოკაცია ჩვენი სახელისუფლებო გუნდის წინააღმდეგ. როდესაც სიმართლე არსებობს ეს სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც იქნება ერთნაირი. ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. არავითარი კანონდარღვევა, არავითარი გეგმა მედიის ან ბიზნესის წინააღმდეგ ჩვენი მხრიდან არ არსებობს და ამის დამტკიცება ყველგან იქნება შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველა ოპონენტს, რომელმაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენეს ეს საკითხი, კარგად დაფიქრდნენ და ის რითაც თავად გაითქვეს სახელი, ნუ ჰგონიათ, რომ გახდება ჩვენი ხელისუფლების დროს საკითხი და პრობლემა“-განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, „ომეგა ჯგუფმა“ ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა დაიწყო. „ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს.

იურისტების მიერ შედგენილ სიაში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძიინა ივანისვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ყოფილი სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანი და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზო ჩუბინიძე არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics