23:19 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-21 15:49:08, 2174 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კონფერენციას „საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა“ დაესწრო. 

კონფერენციაზე სამთავრობო და  არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა „საქართველოს  რეგიონული განვითარების პროგრამა 2018-2021“ განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე ქვეყნის  რეგიონული განვითარების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის განვითარების  სახელმწიფო პოლიტიკაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობა.  

„საქართველოს მოსახლეობის საკამოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 40%-ზე მეტი, სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს. შესაბამისად, მათთვის პირობების გაუმჯობესება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ისეთ ეკონიმიკურ საქმიანობასთან, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება ან სხვა ეკონომიკური საქმიანობები, რაც სოფლად ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს. სოფლის განვითარების  სტრატეგია მჭიდროდ არის დაკავშირებული რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია სწორი პოლიტიკით სოფლის განვითარების პროცესი სწრაფი და შეუქცევადი გავხადოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics