|
2018-09-20 15:40:58, 1881 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი აკაკი ზოიძეს: ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვას უმრავლესობის წევრებს - ლევან გოგიჩაშვილსა და აკაკი ზოიძეს შორის კამათი მოჰყვა. სიტყვით გამოსვლისას გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და მას პრინციპულად შეეწინააღმდეგება. „მე პრინციპულად შევეწინააღმდეგები ამას ნებისმიერი ფორმით. გეუბნებით სრული სერიოზულობით. ძალიან გთხოვთ მითხარით, მთავრობის რომელი წარმომადგენლის, ან რომელი უწყების, ან ვისი პოზიციაა, რომ ეს საკითხი არის ასეთ დონეზე აყვანილი. კონკრეტულ სახელებს ვითხოვ, ვინ ლობირებს მთავრობიდან, რომ ეს საკითხი იყოს დაშვებული და რა დასაბუთება არსებობს, რომ ეს ვინმე კონკურენციას აზიანებს. საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს. კაკი ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს“, - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს. საპასუხოდ, ზოიძემ კოლეგას მიმართა, „რაღაც სისულელეებზე ნუ ეჭიდავებოდა“. მანვე აღნიშნა, რომ ინიციატივის მიზანია, სწორედ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს: „ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის“, - განაცხადა ზოიძემ. ვითარება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განმუხტა.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)