00:01 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-19 13:53:45, 4967 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი: სექსი ტაბუ არ არის, ის ღვთის საჩუქარია

რომის პაპის ფრანცისკეს შეფასებით, სექსი და სექსუალურობა ტაბუ არ არის და ის ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარია, - ამის შესახებ Cruxnow იუწყება. 

როგორც ფრანცისკემ აღნიშნა, კაცსა და ქალს შორის ურთიერთობას ორი მიზანი აქვს: უყვარდეთ ერთმანეთი და ახალი სიცოცხლე შექმნან. 

"სექსი ღვთისგან ბოძებული საჩუქარია. არანაირი ტაბუ. სექსი სიყვარული და ახალი სიცოცხლის დაბადებაა. როდესაც ქალსა და კაცს შორის ვნებიანი სიყვარულია, ეს მათ უკვდავებას ანიჭებს. ამ სიყვარულში მთელი სულით და სხეულით ხარ ჩართული. ღმერთმა შექმნა ადამიანი თავისი თავის მსგავსად, კაციც და ქალიც. ამიტომ, ქორწინების შემდეგ ისინი ერთნი ხდებიან", - განაცხადა რომის პაპმა.

მან აგრეთვე პორნოგრაფიაზეც ისაუბრა:

"სისუსტეების და ჩავარდნების გამო, ადამიანები ხანდახან იყენებენ თავიანთ სექსუალურობას სხვა, არა ლამაზი მიზნებისთვის. ასეთი სექსუალურობა, მოწყვეტილია რეალობას", - განაცხადა პანტიფიკოსმა და დასძინა, რომ პორნოინდუსტრია ტყუილების გენერატორია და რეალობასთან არანაირი კავშირი აქვს. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics