|
2018-09-19 12:35:11, 1741 ნახვა
კომენტარი
ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცეესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს. რამდენად სერიოზულია ის სკანდალი, რაც ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ააგორა მათი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში კერძოდ, პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ მონაცემთა ბაზაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემების და ხელმოწერის არსებობასთან დაკავშირებით? უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პრემიერ ბახტაძის მიმართ აგორებულმა სკანდალმა, ერთ დღესაც ვერ იცოცხლა. ცესკომ დაადგინა, რომ თითქოსდა ბახტაძის ხელმოწერა, მისი პირადი მონაცემების დამადასტურებლად, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურ და ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ხელმოწერისგან. შესაბამისად, ეს პატარა ქარიშხალი ჭიქაში საარჩევნო პროცესზე ზეგავლენას ვერ იქონიებს. როგორც ცნობილია, გასულ წლებში მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემები „ნაცმოძრაობამ “ გამოიყენა. შესაბამისად, ის როგორც ჩანს, კიდევ არის ამ პარტიის მონაცემთა ბაზაში და სავარაუდოდ გადაინაცვლა უკვე „ძალა ერთობაშია“ კოალიციის მონაცემთა ბაზაში. იმისათვის, რომ ვარაუდების დონეზე არ ვისაუბროთ, მოკვლევა ან გამოძიება უნდა ჩატარდეს. გაისმა ბრალდებები რომ ეს, სუს-ის და ცესკოს ერთობლივი პროვოკაციაა. ვფიქრობ, რომ ასეთი მოკლევადიანი სკანდალები შემდგომშიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სტრატეგიის შემადგენელი. ცესკოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა არჩევნების წინ. რისთვის სჭირდებათ ეს, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც გასაგებია. ლოგიკურად გაჩნდება კითხვა, რა უნდა მოიმოქმედონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მათ შორის ცესკომ ? ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია ყველა ბრალდების მყისიერად გაქარწყლება ან, თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მყისიერი გამოძიება. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რაც როგორც ვხედავთ, კეთდება კიდეც, რადგან ცესკოს, წინასაარჩევნოდ ამდენი ბრიფინგი კარგა ხანია არ გაუმართავს.
(NS)
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)