|
2018-09-18 12:30:04, 548 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის წარდგენის ღონისძიება გაიმართა
დღეს აჭარაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. ღონისძიებას რეგიონში მოქმედი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თორნიკე რიჟვაძემ ბიზნესომბუდსმენის აჭარაში წარმომადგენლის დანიშვნის და კერძო სექტორთან მჭიდრო და ღია თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყოს რეგიონში მოქმედ ბიზნეს-სექტორში არსებული პრობლემებისა თუ გამოწვევების შესახებ. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რამდენიმე მნიშვნელოვან პრინციპს გავუსვა ხაზი, რომელიც აჭარის მთავრობის ბიზნესთან ურთიერთობაში იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ბიზნესის ინვესტიციების მიმართ გარანტიების შექმნას და ხელშეუვალობის პრინციპი იქნება ერთ-ერთი მთავარი. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენ შევქმნათ ინსტიტუციური გარემო. დღევანდელი დღე არის ამის მნიშვნელოვანი დადასტურება. იმისთვის, რომ ერთი ბიუროკრატის ან ერთი ჩინოვნიკის ნებაზე არ იყოს ბიზნესი დამოკიდებული, მნიშვნელოვანია შეიქმნას ის ინსტიტუციები, ასევე ის თამაშის წესები, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის კანონიერი ინტერესების დაცვას. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი როგორც კაპიტალზე ხელმისაწვდომობაზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაზე. ამ კუთხით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარაში ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი ტარიელ გიორგაძე საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. ტარიელ გიორგაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს ამერიკის ეკონომიკური განათლების ნაციონალური საბჭოს დიპლომს. მას აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო და არასამთავრობო სექტორში. ტარიელ გიორგაძე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი. 2014-2018 წწ იკავებდა სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)