|
2018-09-18 10:46:47, 2323 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას - ნატო ჩხეიძის წასვლა ფრაქციის დაშლას გამოიწვევს
„საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქციის დატოვების შესახებ დეპუტატ ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ჩხეიძესა და ფრაქციის წევრებს შორის არავითარ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. „გაოცებული ვარ იმით რასაც ვისმენ, იმიტომ, რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას. არავითარი დაპირისპირება ამ ორი წლის მანძილზე ჩვენს შორის არ ყოფილა. თუ ქალბატონი ნატო ჩხეიძე დატოვებს ჩვენს ფრაქციას, ცხადია დაიშლება ჩვენი ფრაქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა და ვიმოქმედებთ ამ გეგმის თანახმად“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ირმა ინაშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტის წევრი, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ ტოვებს. მისი თქმით, დეტალებზე უფრო ვრცლად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)