|
2018-09-17 19:54:30, 2077 ნახვა
კომენტარი
პრემიერი კანაფის კულტივაციაზე - ეს არის ისეთი საკითხი, სადაც ფართო სამოქალაქო ჩართულობაა საჭირო
ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, როგორიც არის ამ შემთხვევაში კანაფის კულტივაცია, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული წესით არ მიიღება; ეს არ გახლავთ ჩვენი გუნდის ხელწერა, ეს უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხისადმი ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა აქვს. "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყეტილებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე და პირველი რაც უნდა გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, ეს გახლდათ ის, რომ შემოგვეღო რეგულაციები მოხმარებაზე, რათა დაგვეცვა ჩვენი ახალგაზრდების და ზოგადად ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ შინაგან საქმთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი, სხვა განვითარბულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებს შორის. ეს იყო სწორედ პასუხისმგებლიანი მთავრობის მიერ გადადგმული ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ნაბიჯი. რაც შეეხება კულტივაციას, აქაც ჩვენ ავხსენით ჩვენი არგუმენტაცია ამ და ბუნებრივია, მოწადინებული ვართ, ეს საკითხი იყოს ფართო კონსენსუსის შედეგი", - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაური მიიცნევს, რომ ამ ნაწილში საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, რათა კიდევ ერთხელ კარგად განიმარტოს და მოსმენილი იყოს ამ კანონპროექტის როგორც მხარდამჭერი, ისე სასინააღმდეგო არგუმენტები და პოზიციები შეჯერდეს. "გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო აუცილებლად მისაღები, სხვანაირად, ვფიქრობ, იქნებოდა ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ არ შემოგვეღო ახალი რეგულაციები. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება კანონპროექტის მეორე ნაწილს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის. ეს უნდა იყოს ფართო საზოგადებრივი კონსენსუსი, სადაც ყველა შევთანხმდებით, თუ რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს ამ გადაწყვეტილებას და როგორ უნდა მოვახდინოთ მათთან გამკლავება და მათი ნიველირება. ჩვენ მსგავს გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ადმინისტრაციული წესით, მკაცრად, ეს არ არის ჩვენი ხელწერა. ეს არის ისეთი საკითხი, სადაც საჭიროა ფართო სამოქალაქო ჩართულობა და შესაბამისი კონსენსუსით ამ გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)