20:05 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-17 16:57:34, 1995 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება

„სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაში ეჭვიც არავის ეპარება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევენ.

„კონტექსტიდან ამოგლეჯის გარეშე, ქალბატონი სალომე საუბრობს სწორად, ჩემთვის რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იყო ეს განცხადება, ეს იყო სწორი განცხადება. ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი ამ ქვეყანაში, ის, რომ რუსეთი არის აგრესორი ამ ქვეყანაში, ამას გადახედვა არ სჭირდება ნამდვილად და ამასვე ამბობს ქალბატონი სალომე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც მხარს ვუჭერთ თავისი ევროპული ბეგრაუნდით და თავისი ქართველი ფესვებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ის, რომ სალომე ზურაბიშვილი, დარწმუნებულები ვართ, რომ იქნება ზეპარტიული ლიდერი, ამაშიც ეჭვი არავის ეპარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ტრენდია, რომ საკუთარი უპასუხისმგებლო, მოღალატეობრივი პოლიტიკა გადააბრალოს სხვას, სხვა გამოაცხადოს მოღალატედ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთი დანაყოფი ამ გადაბრალებით, დასმენებით, ცილისწამებითა და თავისი პროვოკაციული ქმედებების გზით წარმატებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics