|
2018-09-17 15:56:24, 652 ნახვა
რეგიონი
შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსახალ სკოლაში შეხვდნენ. ახალი სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოსპარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. პროექტის მიხედვით აშენდა 100 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა სპორტული დარბაზით,რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებულისველი წერტილები. სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ამჟამადსკოლაში სწავლობს 41 მოსწავლე, რომელთა შორის მხოლოდ 3 პირველკლასელია, სკოლაში დასაქმებულია - 23პედაგოგი. სკოლას აქვს საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკა, 8000 - ზე მეტი სასკოლო და მხატვრულილიტერატურით. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის 734 444ლარის სამუშაოები განხორციელდა. 2018 წელს სკოლას 400-მდე დასახელების მხატვრული ლიტერატურა გადაეცააჭარის არ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა დაპედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელსახალ სკოლაში შეხვდნენ. ახალი სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოსპარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. პროექტის მიხედვით აშენდა 100 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა სპორტული დარბაზით,რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას.მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებულისველი წერტილები. სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ამჟამადსკოლაში სწავლობს 41 მოსწავლე, რომელთა შორის მხოლოდ 3 პირველკლასელია, სკოლაში დასაქმებულია - 23პედაგოგი. სკოლას აქვს საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკა, 8000 - ზე მეტი სასკოლო და მხატვრულილიტერატურით. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის 734 444ლარის სამუშაოები განხორციელდა. 2018 წელს სკოლას 400-მდე დასახელების მხატვრული ლიტერატურა გადაეცააჭარის არ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით.
(NS)
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
გერმანიაში, ამერიკულ საჰაერო ბაზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა, პილოტი კატაპულტირების შემდეგ გადარჩა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)