|
2018-09-13 11:19:00, 571 ნახვა
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთის მხარეში ეროვნული სანავიგაციო სისტემის პროექტის აღწერითი სამუშაოები დასრულდა
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა მცხეთა-მთიანეთში ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე დასახლებული პუნქტების საველე აღწერა დაასრულეს. რეესტრის ინფორმაციით, საველე სამუშაოები ამ ეტაპზე კახეთის მხარეში მიმდინარეობს. დუშეთში, ფასანაურში, გუდაურში, ჟინვალში, სიონში, სტეფანწმინდაში და თიანეთში საზოგადოებრივი მნიშვნელობის ყველა გეოგრაფიული მონაცემია აღწერილი. მათ შორის 3241 ინტერესის ობიექტი, 8833 შენობა-ნაგებობა, საავტომობილო გზათა ქსელის 713 კმ, 4195 საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშანი. აღწერილ კულტურულ, რეკრეაციულ თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ობიექტებს ვიზუალიზაციისათვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული. საველე სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება და ხარისხის კონტროლი. დამუშავებულ მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტო ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (TomTom, Google) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ. ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახადოს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებასა და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს. ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას. პროექტის ფარგლებში საველე-აღწერითი სამუშაოები უკვე დასრულებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და თბილისში, ასევე, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და მცხეთა-მთიანეთის დასახლებულ პუნქტებში. ქალაქისა და დაბის სტატუსის მქონე სულ 111 დასახლებულ პუნქტში ამ ეტაპზე ჯამურად დაახლოებით 178681 ობიექტია აღწერილი, მათ შორის : 104 178 ინტერესის ობიექტი, 74503 საგზაო ნიშანი, 57 კმ საველოსიპედო ბილიკი და 17 181კმ კმ სიგრძის საავტომობილო გზათა ქსელი.
(NS)
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)