|
2018-09-12 14:00:21, 1156 ნახვა
კომენტარი
მეუფე შიო: მარიხუანის მოხმარება ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება
„საკონსტიტუციო სასამართლომ შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება“, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. „სპეციალისტების აზრით, ჩვენი ქვეყანა პროცენტულად მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნარკომომხმარებელთა რაოდენობით. შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან რთულია და საგანგაშოა. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად საჭიროა ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინება. კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე, მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს, საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, გამოეტანა დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შექმნა ახალი იდეოლოგიური პარადიგმა, რომლის მიხედვითაც, თვითგანვითარების ცნება მარიხუანის მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებას და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)