|
2018-09-11 19:43:59, 1023 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანას წარმოებაზე: მიხვდნენ, რომ ეს სარფიანი ბაზარია
„ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი და ნამდვილად ასეა. მარტო სამედიცინო მარიხუანა რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი მთელ დედამიწაზე. მილიარდობით დოლარს აღწევს უკვე და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ეს ჩაიგდონ ხელში“, - ასე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის მოყვანისა და ექსპორტზე გატანის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას. მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ამ ფორმით კანონის მიღებას ვერ შეძლებს. „საკონსტიტუციო სასამართლოს მოხმარება ეხებოდა რეკრეაციული მარიხუანას მოხმარებას და არა სამედიცინო მარიხუანას მოხმარებას, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაიწყეს ახლა საუბარი მხოლოდდამხოლოდ სამედიცინოზე და არ საუბრობენ რეკრეაციულ მარიხუანაზე, იმიტომ რომ მთავარი რაც იყო გასაკეთებელი იყო ის, რომ საკონსიტუციო სასამართლომ შექმნა რეალობა, რომ მოხმარება არის ლეგალური და მოხმარების გზები არ არის ლეგალური. ვიღაცეები მიხვდნენ, რომ ეს არის სარფიანი ბაზარი და ნამდვილად ასე არის. მარტო სამედიცინო მარიხუანა რომ ავიღოთ, ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი მთელ დედამიწაზე. მილიარდობით დოლარს აღწევს უკვე და ალბათ, გადაწყვიტეს, რომ ეს ჩაიგდონ ხელში და ახლავე ვამბობ, რომ არ გამოუვათ“, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოყვანა და ექსპორტზე გატანა იგეგმება. შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის მიერ მარიხუანასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები მარიხუანას გასაღების მკაცრ შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ თემაზე საუბარი გუშინ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე იყო, რომლესაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სწორედ ყოფილმა პრემიერმა დაუჭირა მხარი მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის პროექტს.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)