|
2018-09-11 12:03:10, 807 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი CPT-ის წარმომადგენლებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც მიკოლა გნატოვსკი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე საუბარი პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ზვიად მიხანაშვილმა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულების რისკების მიხევდით კლასიფიკაციაზე, ასევე, გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნასა და სხვა განხორციელებულ პროექტებზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წარმომადგენლებს დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის ფარგლებშიც თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი N12 პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება, აქვე, ზვიად მიხანაშვილმა სტუმრებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ ახალ N7 პენიტენციური დაწესებულების გახსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართა და ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის დელეგაციის (CPT) წარმომადგენლებმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისგან კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები მიიღეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებს მოინახულებენ და 21 სექტემბერს შემაჯამებელ შეხვედრებს გამართავენ.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)