|
2018-09-01 18:45:23, 2035 ნახვა
პოლიტიკა
იზორია: ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, როგორც მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აღნიშნული სწავლება სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. „ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ამ საერთაშორისო სწავლებიდან გამომდინარე 2011 წელს დავიწყეთ და შემდეგ განვავითარეთ, არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ერთის მხრივ, ლიდერი ქვეყანა მხარდამჭერი ჩვენი მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატოს სტანდარტებთან ჩვენი შესაძლებლობების დაახლოების გაუმჯობესებისთვის და მეორეს მხრივ, როგორ უნდა იყოს პარტნიორი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ჩვენს ამ მზადყოფნას მე სიმბოლურად სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდე. ჩვენ ნატოში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, სწორედ როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა როგორც სტრატეგიულ მოთმინებას, მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს. დღევანდელი სწავლებაც, ამ სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგამთ ამ მზადყოფნის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)