|
2018-09-01 18:01:21, 1310 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: მოვუწოდებ მმართველ პარტიას, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ მუშაობას
„მინდა დაბეჯითებით მოვუწოდო მმართველ პარტიას, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ ჩვენს მუშაობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე სერგი კაპანაძემ, კომისიის პირველადი დასკვნის განხილვის დროს განაცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების განხილვაში კომისიის ყველა წევრმა მიიღოს მონაწილეობა. „მინდა ხაზი გავუსვა, რომ კომისიას არ ესწრება კომისიის წევრთა ნაწილი, რომლებიც წარმოადგენენ „ქართულ ოცნებას“. მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, როგორც ჩანს, თავიანი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ არ მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში ამ ეტაპზე. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ისინი დაუბრუნდებიან კომისიის მუშაობას, თუ ეს მოხდება დღესვე ძალიან მოხარული ვიქნები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კომისიისთვის, პარლამენტისთვის ზოგადად, რომ ჩართულობა იყოს ბოლომდე, ყველა წევრის, მიუხედავად იმისა, მათ მოსწონთ თუ არ მოსწონთ კონკრეტული შინაარსი, კონკრეტული რეკომენდაციის, კონკრეტული ნაწილი დასკვნის, თუ აქვთ რაიმე განსხვავებული მოსაზრება. მე მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და დაბეჯითებით მოვუწოდო მათ, რომ მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობის ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, გადადონ გვერდზე თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები და შემოუერთდნენ ჩვენს მუშაობას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)