|
2018-08-31 18:47:30, 1441 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: როგორც ჩანს, მარგველაშვილმა რეალურად შეაფასა თავისი შანსები
„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა თავისი შანსები და გაზომა თავისი რეიტინგი“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. მისი თქმით, მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო. „როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად, ნათელი გახდა მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ალბათ, ეს იყო ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მან რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)