|
2018-08-31 12:00:07, 1196 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ვისაც ქვეყნის წინსვლა გაგვიხარდება, ყველა ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში
თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ფეხბურთს ნაკრების ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კალაძემ აღნიშნა, კაშიას მიმართ ზოგიერთი მოქალაქეების მიერ გამოხატული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიუღებელია. "გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - მინდა, რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში", - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია ჰომოფობიურადგანწყობილი საზოგადოების აგრესიის ობიექტი თავდაპირველად მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 22 აგვისტოს UEFA-მ კაშიას თანასწორობის ჯილდო (Equalgame) გადასცა. ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესია ამ ჯილდომაც გამოიწვია. ამის შემდეგ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი გააუქმა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)