|
2018-08-29 14:49:55, 1016 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას, დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში
„მე არ ვაპირებ ცირკში მონაწილეობას და დღეს არის ბოლო მოსვლა ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მეტჯერ აღარ გამოცხადდება. „როგორც ყველანი ხედავთ, მე დღეს მეოთხედ ვიმყოფები გამოკითხვაზე ჩემი მოსისხლე მტრების შენობაში. ჩემთვის აქ მოსვლა სიკვდილზე მეტია. აქედან გამომდინარე, მე აღარ ვაპირებ ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თავის გამასხარავებას. მე ვაცხადებ, რომ აღარ მოვალ დაკითხვაზე. იძულებით თუ მომიყვანენ, მომიყვანონ. მე ამასაც შევეწინააღმდეგები. თუ უნდათ ჩამსვან ციხეში და იქ დამკითხონ. მე აღარ შემიძლია აღარც ფიზიკურად და არც მორალურად. თუ უნდათ დამაკავონ, მე ეს მირჩევნია, ვიდრე ამ შენობაში ვიარო," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში უკვე მეოთხედ დაიბარეს. რამდენიმე დღის წინ კი კითხვები პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე დაუსვეს, რა დროსაც აჰმედ ჩატაევის, თამაზ მარგოშვილისა და რუსლან ალდამოვის გვარები იყო ნახსენები. მაჩალიკაშვილი წინა გამოკითხვების შემდეგ საგამოძიებო უწყების გააქტიურებას მასზე ზეწოლის მცდელობას უკავშირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)