|
2018-08-28 15:49:12, 1197 ნახვა
კომენტარი
კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე: თუ სადმე არის კონკრეტული გადაცდომა, ცესკო-ს რეაგირება მართებს
„ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. იგი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სისტემური პრობლემა რა არსებობს. „თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა ამაზე ცესკოს რეაგირება ჰმართებს და მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება საკითხს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება პარტნიორების მიერ, როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება. „მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც მათი თქმით, ნათლად ჩანს, რომ კომისიების ნეიტრალური კვოტა მმართველი პარტიისადმი ლოიალური კადრებით ივსება. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით ფეტვიაშვილმა, გადადგომის თაობაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)