|
2018-08-28 14:43:40, 1009 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება
„ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ არაერთგზის ვთქვით რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მიერ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს დ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. „მისი ეს ნაბიჯი ალბათ ასე უნდა აიხსნას", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)