02:25 - 09 Aug, 2026
|
2018-08-26 15:20:57, 2062 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: არავითარი სიკეთე ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არ მოუტანია
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "არავითარი სიკეთე სენატორ ჯონ მაკკეინს საქართველოსთვის არ მოუტანია. პირიქით, მისი როლი საქართველოსთან დაკავშირებულ გეოპოლიტიკურ პროცესებში და საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო მხოლოდ საზიანო ჩვენთვის. მაკკეინი წლების მანძილზე ლობირებდა და ხელს აფარებდა წინა ხელისუფლების ანტიჰუმანურ ანტიადამიანურ ქმედებებს. ახლა ის წავიდა. რეალურად ერთით ნაკლები პრობლემა ექნება საქართველოს. ამავდროულად, მაკკეინი იყო მამაცი და შეუპოვარი, როგორც ამერიკის ჯარისკაცი, მაგრამ ისტორია მრავლად იცნობს ადამიანებს, რომლებსაც სიმამაცე არ აკლდათ, მაგრამ აკლდათ სულიერი სიკეთე." - დაწერა ირმა ინაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)