02:26 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-26 14:19:11, 1509 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

„ჯონ მაკკეინი იყო საქართველოს ძვირფასი მეგობარი და გულმხურვალე მხარდამჭერი. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის მემკვიდრეობა მთელს მსოფლიოში ცხოვრობს.
ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის ოჯახთან არის“, - აცხადებს ბახტაძე,

81 წლის ასაკში საკუთარ სახლში არიზონას შტატში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა. ინფორმაცია გავლენიანი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ, ოჯახმა გაავრცელა.

როგორც ცნობილია მაკკეინი თავის კიბოს ებრძოდა და მძიმე ოპერაციაც გადაიტანა.

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომა დაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

ორი დღის წინ მაკკეინის ოჯახმა განაცხადა რომ, ის თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობას აღარ გააგრძელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics