|
2018-08-24 19:08:36, 1704 ნახვა
კომენტარი
სოფო კილაძე: როცა კონსტიტუციის დღეს პრეზიდენტი არ ესწრება, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს
„როცა ავღნიშნავთ კონსტიტუციის დღეს და არ ესწრება პრეზიდენტი, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის დღეს ალტერნატიული ღონისძიების გაკეთება გადაწყვიტა. „პრეზიდენტიც იყო მოწვეული რასაკვირველია, ისევე როგორც სხვა უმაღლესი თანანმდებობის პირები, თუმცა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ალტერნატიული ღონისძიება გაეკეთებინა, რაც არის ძალიან სამწუხარო. კონსტიტუცია, ეს არის საკითხი, რაც აერთიანებს მთელ ქვეყანას, მის თითოეულ მოქალაქეს, ეს არის ჩვენი ძირითადი კანონი და ბუნებრივია, იმ დღეს, როდესაც ახალ რედაქციას აღვნიშნავთ, იმავდროულად აღვნიშნავთ ასევე დამოუკდებლობის შემდგომ პირველი კონსტიტუციის თარიღს, არ მოდის, არ ესწრება პრეზიდენტი ამ ყველაფერს, რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. ცნობისთვის, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, მთავარი პროკურორი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონსტიტუციის ახალი რედაქცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)