|
2018-08-24 15:35:08, 1574 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი: არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატო-სთან მიმართებაში
„2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გვქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატო-ში, ხვალ საქართველოს ექნება MAP-ი. მერე, როცა MAP-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ MAP-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშოროსო აეროპორტში განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით დღეს საქართველოს სერიოზული პროგრესი აქვს. „არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან მიმართებაში და არც ნატოსთან მიმართებაში. 2008 წლიდან 2012 წლამდე გაიხსენეთ, როგორი დაპირებები გქონდა მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხვალ საქართველოს მიიღებენ ნატოში, ხვალ საქართველოს ექნება მაპ-ი. მერე, როცა მაპ-ი ვერ მივიღეთ, იყო განცხადება, რომ საქართველომ მაპ-ზე უკეთესი მიიღო. აი, ასეთ ილუზიებში ცხოვრობდა ჩვენი საზოგადოება, მაგრამ საზოგადოება დღეს ძალიან კარგად ხედავს რა ნაბიჯებს დგამს ჩვენი ხელისუფლება და ეს ყველაფერი არჩევნების დროს გამოჩნდება. საზოგადოებამ 2012-ში და 2014-ში ეს არჩევანი ორჯერ უკვე გააკეთა. ნატოსთან ინტეგრაციის კუთხითაც გვაქვს სერიოზული პროგრესი. ჩვენ გერმანიასთან ამაზე საუბარი გვქონდა. არის თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში გასაწევრიანებლად“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)