|
2018-08-23 19:49:02, 1595 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი - გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ
გაყოფილი გერმანია ძლიერი, ერთიანი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო. „ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ანგელა მერკელმა აღნიშნა, საქართველო დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზეა. "მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე", - განაცხადა მერკელმა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის უმთავრესი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს, რადგან თავდაცვის სფეროში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობა მიმდინარეობს და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას. მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო - გერმანიას შორის არსებული დღის წესრიგის ფართო სპექტრი: ორმხრივი ურთიერთობების საკითხები - სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა - საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ის საკითხები, რამაც უფრო ინტენსიური უნდა გახადოს საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები. შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის სახელმწიფო მდივანი, პრესის ფედერალური სამსახურის უფროსი შტეფენ ზაიბერტი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰაიკე ფაიჩი, კანცლერის მრჩეველი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში იან ჰეკერი, კანცლერის ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ლარს ჰენდრიკ როელერი, კანცლერის მრჩეველი ევროპული პოლიტიკის საკითხებში უვე კორსეპიუსი, სამხრეთკავკასიის განყოფილების უფროსი მათიას ლიუტენბერგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი.
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)