16:24 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-23 19:34:50, 1880 ნახვა

კომენტარი
ანგელა მერკელი: საქართველო ცალსახად არის უსაფრთხო ქვეყანა

„საქართველო ცალსახად არის უსაფრთო ქვეყანა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გასულ წელს საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდას ეხებოდა.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია.

„მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების კონტექსტში, ძალიან მალე, ბევრი თავშესაფრის მაძიებელი ჩამოვიდა საქართველოდან, შემდეგ შემცირდა რაოდენობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერმა პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართა. დღესვე, გერმანიის ლიდერი პრეზიდენტ  გიორგი მარგგველშვილს შეხვდება, ხვალ კი, საოკუპაციო ხაზთან ჩავა და საერთაოშიროს სადამკვირვებლო მისიისგან იქ არსებულ ვითარებაზე მიიღებს ინოფრმაციას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში ვიზიტს არ გამორიცხავს: დიალოგი გაგრძელდება
აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics