04:18 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-21 18:41:13, 1958 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სუს-ის უფროსის მოადგილის გადადგომაზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს პოლიტიკურ აჟიოტაჟს უწოდებს.

პრემიერის თქმით, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განმარტებებს თავად უწყება გააკეთებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ თვითონ უწყება გააკეთებს კომენტარს. რაც შეეხება სხვა მოსაზრებას, რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს არის, მგონი, პოლიტიკური აჟიოტაჟის შემოტანის მცდელობა“, -  განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. უწყებაში გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. ოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics