|
2018-08-21 11:31:29, 1229 ნახვა
კომენტარი
თამარ სანიკიძე: შავი ზღვის უნივერსიტეტთან მიმართებაში საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა, რათა კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო
„შეზღუდვა მხოლოდ ეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს“, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, ავტორიზაციის საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიეღო. „ვერ დავეთანხმები ვერანაირად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას, იმიტომ, რომ საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისათვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე ოპტიმალური იქნებოდა თავის მხრივ უნივერსიტეტისათვის. მათ უკვე რამდენიმე წელია დავა აქვთ სახელმწიფოსთან. იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. მათი ქონებრივი მდგომარეობა რომ შევამოწმე, სრულად არის დაყადაღებული ყველა უძრავ-მოძრავი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები. ჩვენ არ გვქონია ისეთი შემთხვევა რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და ასე ვთქვათ, დადებითი გადაწყვეტილება ყოფილიყო. რაც შეეხება სტუდენტებს არავითარი პრობლემა არა აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა მხოლოდ ეხებათ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ გადანაწილდნენ და შეუფერებლად დაიწყონ სასწავლო წელი“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. ცნობისთვის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტთა ნაკადის მიღება აეკრძალა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)