|
2018-08-17 15:39:17, 1442 ნახვა
კომენტარი
შოთა ხაბარელი: სპორტსმენების ქმედებას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა
„ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება. თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მანდ გამოდის თავისი მოქმედებებით, ქცევებით, ქვეყანა უსახელებია“, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა, ქართველი მოჭიდავეების ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა. ფოტოში სპორტსმენებს მაისურები აცვიათ, რომელზეც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძამბოლათ თედეევია გამოსახული. შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება პოლიტიკას არ უკავშირდება. „თავისთავად ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ბიჭების ინტერვიუს თუ ვუყურებთ, დარწმუნებული ვარ, აქ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა ამ ინციდენტს, უბრალოდ როგორც თვითონ გამოხატულია მაისურზე ის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც არის ბიჭების მეგობარი, მით უმეტეს მათ ასეთი ტრადიციები აქვთ, ყველა ასეთ შეჯიბრზე მაისურებით გამოდიან, თავიანთ წარმატებულ სპორტსმენს აკრავენ და ასე ხდება ხოლმე, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის მიზანმიმართული ქმედება. თითოეულ სპორტსმენს, რომელიც მანდ გამოდის თავისი მოქმედებებით, ქცევებით, ქვეყანა უსახელებია. ეს ინციდენტი იყო პატარა უყურადღებობა, შეიძლება ეს იყოს მაგალითი შემდგომისთვის, რომ ყველამ გაამახვილოს ყურადღება და ასეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)