|
2018-08-17 15:00:01, 1565 ნახვა
კომენტარი
ჭიდაობის ფედერციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა
„ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი - ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ძამბოლატ თედეევი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული“, - ამის შესახებ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა. „მთელ მსოფლიოს აცვია გენო პეტრიაშვილის, ლადო ხინჩაგაშვილის გამოსახულებიანი მაისური, რატომ არ იძახით, რატომ გაცვიათ ბიჭებოო? მთელი მსოფლიო ჩვენს დროშას რომ აქვეყნებს. მთელი ევროპა რომ ჩვენ ჰიმნს ღიღინებს. ფედერაცია რომ ასეთი წარმატებულია, ვინმეს უკითხავს? მოვიდნენ და ნახონ, რა პირობებში ვვარჯიშობთ, ჩვენი ბიჭები მაიკებს ჩაიცვამენ თუ არა, არავის საქმეა, უკაცრავად. საცოდავი ბიჭი - ტატუნაშვილი რომ გადმოასვენეს, ზუსტად ეგ კაცი ჩაერია, მაგან გადაწყვიტა, ეს კაცი რომ ოჯახშია დასაფლავებული, ვინმემ იცით? მტერი რომ გახდა, თურმე, ჩვენი მეგობარი რომ დაგვეხმარა, გაიგეთ ვინმემ? თუ უნდა ვიყვიროთ, რომ ეს მოჭიდავეებმა გავაკეთეთ, მოჭიდავეებმა გააკეთეს ზუსტად, არავინ არ იძახის მაგას, მარტო მაიკაზე არის რუსეთის დროშა“, -განაცხადა გეგა გეგეშიძემ. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფოტო რუსეთის დროშის ფერებიანმაისურში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატთან ერთად გადაიღეს. მაისურზე დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატისა და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ძამბოლატ თედეევის სახეა დაბეჭდილი. ფოტოზე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე და მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე არიან.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)