|
2018-08-17 13:18:52, 1422 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე „ველმონდის“ დახურვაზე: ჩვენთვის უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია
„ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა“, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თამვჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ველმონდის" დახურვასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიასთან მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული პირები სამუშაო ადგილს და ხელფასს შეინარჩუნებენ. „უსაფრთხოების ნორმები უმთავრესია. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, შესაბამის უწყებებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყო ამ პროცესში. მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასაქმებული პირები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ასევე ხელფასს. რაც შეეხება იმ ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს მომავალში გამოასწორებს, რის შემდეგაც ჩვენ დავსხდებით და დავილაპარაკებთ, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნული ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა", - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე. მისივე თქმით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი იყო აქტიურად ჩართული და ძალიან ეფექტურად, მოკლე ვადებში მოხდა ჩვენი ვიზიტორების გადაყვანა სხვადასხვა სასტუმროში. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის მოთხოვნისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასტუმრო „ველმონდი"(ყოფილი „ლეოგრანდი") დღეს, 18:00 საათზე დაიხურება. როგორც აჭარის მთავრობასა და საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმრო ფუნქციონირებას სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დააკმაყოფილებისთანავე დაიწყებს.
(NS)
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)