|
2018-08-17 12:34:03, 1047 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო
დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამით ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირების მიზნით, ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. „მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სიღარიბის დაძლევის პროგრამაში განსაკუთრებული როლი უკავია იმას, რომ ჩვენ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის ხარჯები, რაც უკავშირდება მედიკამენტების შესყიდვას. არაერთი კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ხარჯი გახლავთ სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯი. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი ახალი ინიციატივა დავამუშავეთ. ერთ-ერთი მათგანი ამოქმედდა 13 აგვისტოდან, რომლის მიხედვითაც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა. ფასდაკლება ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შეუძლიათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გასული წლის მაისში ამოქმედდა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ვრცელდებოდა. შემოდგომაზე ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. „პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებული - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს. პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო - N61 ბაგა-ბაღი კუთვნილ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას
იოსელიანმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ფიზიკური ძალადობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახა
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
რუსეთმა კიევში დნეპრზე ერთ-ერთი მთავარი ხიდი 24 საათის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)