13:41 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 18:39:03, 813 ნახვა

რეგიონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: „ველმონდი“ დღეს 18:00 საათზე დაილუქება

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდი“, იგივე "ლეოგრანდი" დღეს საღამოს დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განმარტა, „ველმონდის“ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება.

„აქ ყველაზე კრიტიკული, ამ რეკომენდაციებიდან არის კვამლის გამწოვ სისტემა. რომლის არასწორი მუშაობის და გაუმართაობის გამო, დაიღუპა 11 ადამიანი დეკემბრის თვეში. სწორედ, ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ ეს მუშაობა  უკვე დავიწყეთ, არ იფიქროთ, რომ ხვალ მივდივართ და უნდა დავლუქოთ. საუბარია იმაზე, რომ ახლა უკვე მიდის სასტუმროს ადმინისტრაციის ჩართულობით, აჭარის მთავრობის ჩართულობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით,  ეს არის ოთხმხრივი სამუშაო პროცესი და მუშაობა იმაზე, რომ ეს ადამიანები უმტკივნეულოდ, ნაწილი დღეს, ნაწილი ხვალ, სხვა სასტუმროებში იქნეს გადაყვანილი,“  - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას მისცა, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics