04:19 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 13:11:48, 1242 ნახვა

პოლიტიკა
სერგეი შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა

„საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა“ - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შამბა აცხადებს, რომ ქართველებს მტრებად არ მიიჩნევს და საქართველოში მეგობრები ჰყავს.

„შეიძლება ითქვას, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის დროს ლიდერი ვიყავი, მაგრამ პირველმა დავიწყე საუბარი რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ვიფიქროთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ეს ჩვენი ბედისწერით არის განპირობებული. მეზობელ ერებს შორის ომი მარტო ჩვენ არ გვქონდა. ოდესღაც ევროპელებიც ეომებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ დგება დრო, როდესაც საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, ახლა საქართველოსთანაც შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება. ქართველებს მტრებად არ მივიჩნევ. საქართველოში მყავს მეგობრები. დიახ, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, მაგრამ მეტწილად ის მაინც პოლიტიკური იყო“, - განაცხადა შამბამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics