05:12 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-13 16:11:43, 1058 ნახვა

პოლიტიკა
კოჟორიძე: კობახიძესთან კინკლაობაში არ შევდივართ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძეს „კინკლაობაში“ არ აჰყვება. კოჟორიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძემ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პესიმისტურია, რადგან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პრეზიდენტი თავის თანამშრომლებს ნიშნავს. „პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, თითქოს პრეზიდენტი დაასახელებს ვინმე თავის თანამშრომელს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ, არ ვპასუხობთ ასეთი ტიპის კომენტარებს, გამომდინარე იქედან, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვიაზრებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და ქვეყანა. არ გვინდა ასეთი ტიპის შეფასებებზე პასუხები, არ გვინდა ამან გამოიწვიოს პასუხის პასუხი და ამან მთლიანობაში დააზიანოს ის პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს“, - განაცხადა კოჟორიძემ. კახა კოჟორიძის თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარე კვირაში გაგრძელდება. „მიმდინარე კვირაში გაგრძელდება შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას, რომ ყველამ ერთად მოვახერხოთ და დავასახელოთ ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას გახდის უკეთესს. დღეს შეხვედრა არის ადვოკატთა ასოციაციასთან, რომელიც დაახლოებით აერთიანებს 4000 ადვოკატს და ისინი ყოველდღიურად ხედავენ იმ მწვავე პრობლემებს, რაც უდგას ჩვენს მართლმსაჯულებას. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მათ აქვთ ის ღირებული ინფორმაცია, რომლეიც ჩვენ დაგვეხმარება იმ პრობლემატიკის გააზრებაში ერთის მხრივ, და ღირსეული კანდიდატის დასახელებაში, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics