|
2018-08-11 13:43:42, 767 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები ბათუმში გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სკვერში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ. მათ დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სიმბოლურად, მათივე სახელობის სკვერში 17 ნერგი დარგეს. ,,დღეს პატივი მივაგეთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე გმირულ მაგალითს - შინდისის გმირებს. ასევე ორმაგი სიამაყით ვართ გამსჭვალული, ვინაიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი იყო აჭარის რეგიონიდან და მათ უანგაროდ შესწირეს თავი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ისეთ ბიჭებზე დგას, როგორიც იყო ალეკო ონიანი, როგორიც იყო რომან ზოიძე და რა თქმა უნდა, ჩვენ და მომავალი თაობებიც ვალდებულნი ვართ შევინახოთ ეს საგმირო ისტორიები და მაქსიმალურად დავაფასოთ" - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა და თანადგომა გამოუცხადა. 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა. შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში 2016 წლის აპრილში გაიხსნა.
(NS)
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)